ლიცენზირებული საბაჟო ბროკერი · ASYCUDA / eCustoms

ტვირთების განბაჟება

საბაჟო დეკლარირება და ტვირთის გაფორმება საქართველოში

ჩვენი პროფილია საქართველოში შემოსული ტვირთების განბაჟება და დეკლარაციების მომზადება — დისტანციურად, რიგში დგომის გარეშე და ყოველ ტვირთზე დაზოგილი თანხით.

  • 5.0 ★ — 67 შეფასება Google-ზე
  • დეკლარაცია 1 სამუშაო დღეში
  • საბაჟოზე მისვლის გარეშე
საბაჟო გაფორმება საქართველოში Customs Service in Georgia Таможенный сервис в Грузии

დაგვიკავშირდით · ყოველდღე 10:00–22:00

+995 598 154 833

info@ganbajeba.ge

100 ₾

საბაჟო დეკლარაცია ერთ HS კოდზე

−50%

სახელმწიფო მოსაკრებელი წინასწარი დეკლარაციით

1 დღე

დეკლარაციის მომზადების სტანდარტული ვადა

5.0 ★

67 მომხმარებლის შეფასება

ჩვენს შესახებ

Ganbajeba.ge — პროფესიონალი საბაჟო ბროკერის მომსახურება

გთავაზობთ პროფესიონალ საბაჟო მომსახურებას იმპორტისა და ექსპორტის პროცესებისთვის — განბაჟება, საბაჟო დეკლარირება და საჭირო დოკუმენტაციის მხარდაჭერა. ვეხმარებით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბაჟო პროცედურების სწრაფად, გამჭვირვალედ და ეფექტურად გავლაში.

ჩვენ დავამუშავებთ დოკუმენტაციას, დავადეკლარირებთ გადმოადგილებულ პროდუქციას და უზრუნველვყოფთ, რომ უმტკივნეულოდ, საბაჟოზე რიგში დგომის გარეშე ადგილზე მიიღოთ ტვირთი, და რაც მთავარია — დაზოგოთ ფინანსები.

ჩვენ დაგეხმარებით, შეგიმცირდეთ ყოველი ტვირთის მიღებისას გასაწევი ხარჯები. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდი.

Ganbajeba.ge (შპს დეკლარო, ს/კ 402342924) არის ლიცენზირებული საბაჟო ბროკერი საქართველოში — ტვირთის განბაჟება, საბაჟო დეკლარირება ASYCUDA/eCustoms სისტემაში და HS კოდის კონსულტაცია იმპორტიორებისა და ექსპორტიორებისთვის.

რას ვაკეთებთ

რატომ Ganbajeba.ge

ჩვენთან ტვირთების განბაჟება მარტივია. ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ მოიგებთ:

ფინანსების დაზოგვა

ლიცენზიით ყოველ დაბეჭდილ წინასწარ დეკლარაციაზე ზოგავთ თანხებს

დეკლარაციის ლიცენზირებულად დაბეჭდვა

სახელმწიფო ლიცენზია თქვენს კომპანიაზე, ავტორიზებული დეკლარაციის ბეჭდვა

დროის დაზოგვა

აღარ დაგჭირდებათ საბაჟოზე წასვლა და რიგში საათობით დგომა

დამატებითი საბუთების მოგროვებაში დახმარება

გარკვევა, თუ მოცემულ პროდუქციას რამდენად სჭირდება დამატებითი ნებართვა ან სერტიფიკატი

სატვირთოს მოცდენის დროის განულება

სატვირთო საზღვრიდან პირდაპირ თქვენს საწყობში

პროცესი

როგორ მიმდინარეობს ტვირთის განბაჟება — 4 ნაბიჯი

გამოგვიგზავნეთ საბუთები

ინვოისი, სატრანსპორტო დოკუმენტი (CMR, AWB ან B/L) და packing list — WhatsApp-ზე ან მეილზე.

HS კოდი და გადასახადები

ვარჩევთ HS კოდს, ვამოწმებთ საბუთებს და წინასწარ გეტყვით გადასახადების თანხას — კონსულტაცია უფასოა.

წინასწარი დეკლარაცია

დეკლარაციას ASYCUDA-ში ოფიციალური ლიცენზიით ვბეჭდავთ ტვირთის ჩამოსვლამდე.

ტვირთის მიღება

სატვირთო საზღვრიდან პირდაპირ თქვენს საწყობში ან ოფისში მოდის — მოცდენის გარეშე.

ჩვენი მთავარი დადებითი მხარეები

დოკუმენტაციის მოწესრიგება საბაჟო პროცედურისთვის

თუ ვენდორის ან ტრანსპორტიორის მოწოდებულ დოკუმენტაციაში აღმოჩნდება ხარვეზები — დაგეხმარებით გასწორებაში, სანამ წარვადგენთ.

თითოეულ ტვირთზე დაზოგავთ თანხებს

15 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის შემთხვევაში — კომპანიის მიერ საბაჟო დეკლარირების მომსახურების საფასური არის 500 ლარი, ჩვენი მეშვეობით eCustoms პროგრამაში დაბეჭდილი წინასწარი დეკლარაციის საფასური კი 200 ლარი. ანუ პირდაპირ იგებთ განბაჟებაში ყოველ ტვირთზე 300 ლარს.

3 000 ლარიდან 15 000 ლარამდე ღირებულების საქონლის შემთხვევაში — კომპანიის მიერ საბაჟოზე დეკლარირების მომსახურების საფასური არის 400 ლარი, eCustoms პროგრამაში დაბეჭდილი წინასწარი დეკლარაციის საფასური — 150 ლარი;

3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის შემთხვევაში კომპანიის მიერ საბაჟოზე დეკლარირების მომსახურების საფასური არის 100 ლარი, eCustoms პროგრამაში დაბეჭდილი წინასწარი დეკლარაციის საფასური — 50 ლარი;

დადგენა, თუ რა დამატებითი საბუთებია საჭირო

კონკრეტულ ტვირთზე გავარკვევთ და წინასწარ გეტყვით, სრულად რა საბუთები და სერტიფიკატებია საჭირო, ასევე დაგეხმარებით ამ ნებართვების მოგროვებაში, რომ არ შეფერხდეს ტვირთის მიღება.

არ დაგჭირდებათ საბაჟოზე მისვლა და რიგში დგომა

იქიდან გამომდინარე, რომ მოხდება ლიცენზირებულად დეკლარაციის დაბეჭდვა, აღარ იქნება საჭირო ადგილზე ვიზიტი. მძღოლი პირდაპირ მოიტანს ტვირთს კომპანიის ოფისში.

ტვირთი დაპრიორიტეტდება საბაჟოზე

მთლიანი მანქანის შემთხვევაში ტვირთს ეძლევა პრიორიტეტი და მანქანა აღარ შევა გეზში. მანქანა საზღვრიდან პირდაპირ მოვა კომპანიის საწყობში, დაიზოგება სატვირთოს მოცდენის დროც.

სერვისი ტვირთების განბაჟების შესახებ
ტვირთების განბაჟება იაფად

ფასები

მკაფიო, ფიქსირებული ფასები — ფარული გადასახადების გარეშე

მომსახურებაფასი
საბაჟო დეკლარაცია 1 ტვირთი, 1 HS კოდი — იმპორტი ან ექსპორტი100 ₾
დეკლარაცია რამდენიმე HS კოდით ფასი კოდების რაოდენობის მიხედვითინდივიდუალურად
სახელმწიფო მოსაკრებელი ASYCUDA-ს წინასწარი დეკლარაციით — ჩვეულებრივი ტარიფის ნახევარი; იხდით ბიუჯეტში50 / 150 / 200 ₾ ტვირთის ღირებულების მიხედვით
კონსულტაცია HS კოდის შერჩევა და საბუთების შემოწმებაუფასო

ფასს წინასწარ იცით — დამატებითი საფასური არ ემატება. იხილეთ ბროკერის სრული ტარიფები ან დათვალეთ თქვენი ტვირთის განბაჟება კალკულატორით →

ვასაბაჟებთ ნებისმიერ გამშვებ პუნქტსა და ტერმინალზე

ყველა პროცედურა დისტანციურად სრულდება — ვმუშაობთ როგორც კომპანიებთან, ისე ფიზიკურ პირებთან: კომერციული ტვირთი, ონლაინ შეკვეთები, ტექნიკა, ავეჯი და პირადი ნივთები. ტვირთის ადგილმდებარეობას მანქანის ნომრით შეამოწმებთ.

  • სარფი
  • ყაზბეგი
  • სადახლო
  • წითელი ხიდი
  • ფოთის პორტი
  • ბათუმის პორტი
  • აეროპორტი

მომხმარებლის შეფასებები

5.0 ★★★★★ — 67 შეფასება Google-ზე

Alex Qoqashvili profile picture
Alex Qoqashvili
2 თვის-ის წინ
👌🏻
Web Development - IBSU profile picture
Web Development - IBSU
3 თვის-ის წინ
Best service
Sergo Kokolia profile picture
Sergo Kokolia
7 თვის-ის წინ
Great professionals
mzia popkhadze profile picture
mzia popkhadze
7 თვის-ის წინ
Fast service!
mariam sophromadze profile picture
mariam sophromadze
8 თვის-ის წინ
Thank you for the good service 🙏
Salome Jokhadze profile picture
Salome Jokhadze
8 თვის-ის წინ
A team of highly qualified professionals
Tamuna Xeladze profile picture
Tamuna Xeladze
8 თვის-ის წინ
Very good service
Dachi Arveladze profile picture
Dachi Arveladze
8 თვის-ის წინ
It's pretty great
Ketevan Gogsadze profile picture
Ketevan Gogsadze
8 თვის-ის წინ
really fast service and cheap prices 👍
Nodar arabidze profile picture
Nodar arabidze
10 თვის-ის წინ
It is the best choice for those who want a safe and smooth customs clearance process.
mariam sophromadze profile picture
mariam sophromadze
10 თვის-ის წინ
The service was fast, high quality, and professional. I will definitely work with them again in the future.
Mariam Gzirishvili profile picture
Mariam Gzirishvili
10 თვის-ის წინ
I was very satisfied with the service. The process was completed quickly and without any delays. The team was attentive and professional.
Qeti Geliashvili profile picture
Qeti Geliashvili
10 თვის-ის წინ
This was my first time using their service and I was definitely not disappointed. Quick response and maximum responsibility.
Kristina Khitarova profile picture
Kristina Khitarova
10 თვის-ის წინ
Timely and good service, you have a truly professional and precise approach to the customer.
Mari eloshvili profile picture
Mari eloshvili
10 თვის-ის წინ
I received very good service from you.

FAQ

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ტვირთის განბაჟება საქართველოში?

საბაჟო ბროკერის მომსახურება — 100 ₾ (ერთ HS კოდზე). სახელმწიფო მოსაკრებელი ASYCUDA-ს ლიცენზიით, წინასწარი დეკლარირებისას — 50 ₾-დან (3 000 ₾-მდე ღირებულების ტვირთზე). ზუსტი თანხა დამოკიდებულია ტვირთის ღირებულებასა და HS კოდების რაოდენობაზე.

რა არის ASYCUDA და რატომ ნახევრდება სახელმწიფო მოსაკრებელი?

ASYCUDA (eCustoms) შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემაა, სადაც ლიცენზირებული ბროკერი დეკლარაციას ტვირთის ჩამოსვლამდე ბეჭდავს. წინასწარ დეკლარაციაზე სახელმწიფო მოსაკრებელი განახევრებულია: 3 000 ₾-მდე ტვირთზე 50 ₾ (100-ის ნაცვლად), 15 000 ₾-მდე — 150 ₾ (400-ის ნაცვლად), 15 000 ₾-ზე მეტზე — 200 ₾ (500-ის ნაცვლად).

რა გადასახადები ერიცხება იმპორტს საქართველოში?

სამი: იმპორტის გადასახადი (საქონლის დაახლოებით 90%-ზე 0%, დანარჩენზე 5% ან 12% — HS კოდის მიხედვით), დღგ 18% (საბაჟო ღირებულებისა და იმპორტის გადასახადის ჯამზე) და აქციზი — მხოლოდ აქციზურ საქონელზე (ალკოჰოლი, თამბაქო, საწვავი, ავტომობილები). ზუსტ თანხას განბაჟების კალკულატორით დათვლით.

რამდენ ხანში მზადდება საბაჟო დეკლარაცია?

სტანდარტულ შემთხვევაში 1 სამუშაო დღეში. დოკუმენტების წინასწარ გამოგზავნისას დეკლარაციას ვამზადებთ ტვირთის ჩამოსვლამდე, რაც ტერმინალზე მოცდის ხარჯს ნულამდე ამცირებს.

საბაჟოზე მისვლა საჭიროა?

არა. ყველა პროცედურა სრულდება დისტანციურად — დეკლარაციას eCustoms-ში ჩვენ ვბეჭდავთ ოფიციალური ლიცენზიით. თქვენ საბაჟოზე მისვლა და რიგში დგომა არ გჭირდებათ. ტვირთი შეიძლება ნებისმიერი გამშვები პუნქტით ან ტერმინალით შემოვიდეს — სარფი, ყაზბეგი, სადახლო, წითელი ხიდი, ფოთი, ბათუმი, აეროპორტი.

რა დოკუმენტები დამჭირდება განბაჟებისთვის?

ძირითადი პაკეტია: ინვოისი, სატრანსპორტო დოკუმენტი (CMR, AWB ან B/L) და შეფუთვის სია (packing list). ცალკეულ ტვირთს შეიძლება დასჭირდეს დამატებითი სერტიფიკატი — მაგალითად ფიტოსანიტარიული ან წარმოშობის. ამას წინასწარ გეტყვით უფასო კონსულტაციაზე. დასაწყებად საკმარისია ეს საბუთები WhatsApp-ზე ან მეილზე გამოგვიგზავნოთ — დანარჩენს ჩვენ ვაკეთებთ.

მუშაობთ მხოლოდ კომპანიებთან თუ ფიზიკურ პირებთანაც?

ორივესთან. ვასაბაჟებთ როგორც კომერციულ ტვირთებს, ისე ფიზიკური პირების ონლაინ შეკვეთებს, ტექნიკას, ავეჯსა და პირად ნივთებს.

გაქვთ ტვირთი განსაბაჟებლად?

გამოგვიგზავნეთ ინვოისი და სატრანსპორტო დოკუმენტი — HS კოდს შევარჩევთ და ზუსტ ხარჯს უფასოდ დაგითვლით.

info@ganbajeba.ge · თბილისი, გიორგი ცაბაძის ქ. 2 · ყოველდღე 10:00–22:00