თუ გჭირდებათ საქონლის განბაჟება – ჩვენ გთავაზობთ დოკუმენტაციის შეგროვების სრულ სპექტრს. ტვირთის მიღებისას არასწორად შევსებულმა საბაჟო დეკლარაციამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ჩვენ გაგიმარტივებთ საბაჟოსთან ურთიერთობას, თავიდან აგაცილებთ საურავებს და ტვირთის დაგვიანებით გამოწვეულ უსიამოვნებებს.
ტვირთის მიხედვით საჭირო დამატებით საბუთებზე მოგაწოდებთ სრულ ინფორმაციას და ამ საბუთების შეგროვებაშიც გაგიწევთ მხარდაჭერას.

ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას საბაჟო-საბროკერო პროცედურების სრულ სპექტრზე:

  1. ტვირთის ჩამოსვლამდე დოკუმენტაციის შემოწმება
  2. საჭირო დამატებითი საბუთების განსაზღვრა
  3. ექსპორტის დეკლარაცია (EX1)
  4. იმპორტის დეკლარაცია
  5. ტრანზიტული ტვირთის დეკლარაცია (T1)
  6. არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვის ნებართვა
  7. წარმოშობის სერტიფიკატის მომზადება
  8. ფიტოსანიტარული სერტიფიკატის მომზადება
  9. ასევე სხვა ყველა საჭირო ნებართვის აღების პროცესში ჩართულობა

ტვირთისთვის საჭირო ნებართვებს და ტარიფებს განსაზღვრავს საქონლის HS კოდი,
ქვემოთ მოცემულია სხვადასხვა, განბაჟების პროცესისთვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი, ხოლო მათგან თუ რომელი დაგჭირდებათ განსაზღვრავს HS კოდი. საქონლის განბაჟება და დეკლარირებას შესაძლოა დაჭირდეს ქვემოთ მოცემული დოკუმენტაცია

პროცესში საჭირო სხვადასხვა დოკუმენტაციის ჩამონათვალი

  • კომერციული ინვოისი
  • შეფუთვის ფურცელი
  • სატრანსპორტო ინვოისი
  • CMR
  • T1
  • აღრიცხვის ფურცელი (განი)
  • TIR კარნეტის დოკუმენტი
  • საზღვაო კონოსამენტი
  • ხაზის ბილი
  • ექსპორტის დეკლარაცია (იმპორტის საჭიროებისას)
  • საავიაციო ზედნადები
  • საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი
  • ფუმიგაციის სერთიფიკატი
  • ფიტოსანიტარიული სერთიფიკატი
  • რადიაციული სერთიფიკატი
  • სერტიფიკატი გენმოდიფიცირებული მასალის არარსებობაზე
  • იმპორტის ნებართვა

„დამატებითი ინფორმაციისთვის საქონლის განბაჟების წესებთან დაკავშირებით, იხილეთ საქართველოს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდი

თითოეულ ამ დოკუმენტს ჭირდება გადამოწმება, მასში მითითებული ინფორმაციის შედარება დანარჩენ დოკუმენტაციასთან და საჭიროების შემთხვევაში რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
თუმცა დოკუმენტაციის მრავალფეროვნებას არ შეუშინდეთ – ჩვენი გუნდი გაგიწევთ სრულ მხარდაჭერას მთლიანი პროცესის განმავლობაში.

საქონლის განბაჟება

იხილეთ ჩვენთან პარტნიორობით მიღებული ბენეფიტები https://ganbajeba.ge/ ზე, საქონლის განბაჟება ჩვენთან ერთად უფრო მარტივია.