საბაჟო მომსახურება და ბუღალტერია
ჩვენს გუნდს აქვს 2 მთავარი მიმართულება: ტვირთების საბაჟო დეკლარირება – საბაჟო მომსახურება და ბუღალტრული მომსახურება. გვაქვს სურვილი ვითანამშრომლოთ თქვენთან და გაგიწიოთ საბაჟო თუ ბუღალტრულ პროცესებში მხარდაჭერა – ganbajeba.ge
ჩვენ გთავაზობთ საბაჟო საბროკერო მომსახურების კუთხით სრულ სერვისს, გადაგიმოწმებთ დოკუმენტაციას და დაგიბეჭდავთ როგორც წინასწარ, ასევე არაწინასწარ დეკლარაციას, როგორც ასიკუდათი – ისე მის გარეშე.
გთავაზობთ სრულ მომსახურებას, შევასრულებთ დეკლარირების კუთხით სხვადასხვა ამოცანებს, საბაჟო მომსახურება ჩვენი პრეროგატივაა – იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი, საწყობი.
ბუღალტრული მომსახურება აუთსორსზე
ჩვენი ბუღალტრული მომსახურება აუთსორსზე ითვალისწინებს სრულ მომსახურებას, მათ შორის:
- პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება
- ხელფასების და შრომითი ურთიერთობების აღრიცხვა
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა
- ფინანსური ანგარიშგებების შედგენა
- საგადასახადო კონსულტაცია და რისკების შეფასება
ჩვენთან ამ ფორმით თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ თქვენ აღარ მოგიწევთ შიდა ბუღალტრის შერჩევა, ტრენინგი, პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა ან დროში და ფინანსებში დახარჯვა. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი ბუღალტრებით, რომლებიც მუდმივად აკვირდებიან კანონმდებლობის ცვლილებებს და უზრუნველყოფენ მაქსიმალურ სიზუსტეს.
აუთსორს ბუღალტერია განსაკუთრებით გამოსადეგია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, სტარტაპებისთვის და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, რომლებიც არ არიან მზად შიდა ბუღალტრული განყოფილების შესაქმნელად, მაგრამ საჭიროებენ სანდო ფინანსურ მხარდაჭერას.
აირჩიეთ საიმედო და პროფესიონალური პარტნიორი — დაზოგეთ დრო, ხარჯები და მინიმუმამდე დაიყვანეთ საგადასახადო რისკები. ჩვენთან თანამშრომლობით, თქვენი ფინანსები სწორ ხელში იქნება!
10 წელი+ გამოცდილება – ჩვენს შესახებ დანარჩენი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ :

ჩვენი მიზანი
ჩვენი ხედვა
ჩვენი ღირებულებები
ჩვენი შედეგები:
40+
კმაყოფილი მომხმარებელი
620+
წარმატებით განბაჟებული ტვირთი
134 თვე
ტვირთების დეკლარირების გამოცდილება
153 თვე
ბუღალტერიის გამოცდილება