ჩვენი კომპანია გთავაზობთ საბაჟო დეკლარაციის მომზადებას ასიკუდას ლიცენზიის დახმარებით, რომელსაც გასცემს სახელმწიფო. ლიცენზია წარმოადგენს ფასიან სახელმწიფო სერვისს, 1 წლიან ლიცენზიაში იხდით ერთჯერადად 500 ლარს და ყოველ ტვირთზე შემდეგ უკვე იხდით 500 ლარის ნაცვლად 200 ლარს, შესაბამისად პირდაპირ ზოგავთ ყოველ ტვირთზე 300 ლარს, ეს ნიშნავს რომ ორი ტვირთის შემოტანით უკვე ამ ხარჯს დაფარავთ და შემდეგ ყოველ ტვირთზე გადიხართ მოგებაზე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიცენზიის უფრო მოკლე პერიოდითაც აღება :
- 3 თვით დაშვება 200 ლარი,
- 6 თვით დაშვება 300 ლარი
- 1 წლით დაშვება 500 ლარი
ამ თანხას რიცხავთ სახელმწიფო ხაზინაში, თქვენს კომპანიაზე იღებთ ლიცენზიას და გეძლევათ თავად, ბროკერის დახმარებით დაბეჭდოთ დეკლარაცია.
ჩვენი დეკლარანტი დაგეხმარებათ ლიცენზიის აღებაში, გადაგიმოწმებთ დოკუმენტაციას, დაბეჭდავს დეკლარაციას და გადააგზავნის e customs სააგენტოში.
ბენეფიტები რასაც მოგცემთ დეკლარანტის მიერ საბაჟო დეკლარაციის მომზადება :
- ყოველ ტვირთზე ფინანსური სარგებელი, დაზოგილი თანხა
2022 წლის 14 მაისიდან შეიცვალა საბაჟო მომსახურების ტარიფები, რაც ბევრად მომგებიანს და პრიორიტეტულს ხდის კომპანიის მიერ “eCustoms”-ის სისტემაში დეკლარაციების ბეჭდვას.
- 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის შემთხვევაში კომპანიის მიერ საბაჟოზე დეკლარირების მომსახურების საფასური არის 100 ლარი, eCustums პროგრამაში დაბეჭდილი წინასწარი დეკლარაციის საფასური – 50 ლარი;
- 3000 ლარიდან 15000 ლარამდე ღირებულების საქონლის შემთხვევაში – კომპანიის მიერ საბაჟოზე დეკლარირების მომსახურების საფასური არის 400 ლარი, eCustums პროგრამაში დაბეჭდილი წინასწარი დეკლარაციის საფასური – 150 ლარი
- 15000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის შემთხვევაში კი – კომპანიის მიერ საბაჟო დეკლარირების მომსახურების საფასური არის 500 ლარი, eCustums პროგრამაში დაბეჭდილი წინასწარი დეკლარაციის საფასური კი 200 ლარი
შესაბამისად კომპანია სარგებლობს 50, 250 ან 300 ლარიანი შეღავათით საბაჟო მომსახურებაზე.
- არ გჭირდებათ ადგილზე მისვლა საბაჟოზე და რიგში დგომა.
- ამ ყველა დოკუმენტაციას მოამზადებს თქვენზე მომაგრებული საბაჟო დეკლარანტი და ატვირთავს საბაჟო სისტემაში.
- წინასწარი დეკლარირების შემთხვევაში კომპანია სარგებლობს პრიორიტეტით.
- მთლიანი მანქანის შემთხვევაში დეკლარაციას ფერი ეძლევა საზღვარზე, თუ ტვირთი მოხვდება მწვანე დერეფანში, მანქანა აღარ შედის გეზში და პირდაპირ მოდის კომპანიის საწყობში.
- თქვენი ტვირთის დოკუმენტაცია მოწმდება საბაჟო დეკლარანტის მიერ,
- რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ შემთხვევაში თუ ცდომილებაა საბუთებში – ჩვენი მხრიდან გეძლევათ რეკომენდაცია თუ რა ნაწილშია ხარვეზი აღმოსაფხვრელი და ამითი მცირდება ტვირთების მიღებასთან დაკავშირებული რისკები. მაგალითად დახარვეზებული საბუთების გამო სატვირთოს აღარ მოუწევს გეზში წასვლა და იქ დალოდება, შესაბამისად თქვენც აღარ მოგიწევთ სატრანსპორტო კომპანიისთვის ყოველ დღეზე მოცდენის თანხის გადახდა. თქვენს ტვირთს მიიღებთ დროულად და დანახარჯების გაზრდის ნაცვლად – პირიქით, შეგიმცირდებათ ხარჯი.
- საბაჟო ბროკერი გეხმარებათ ასევე შესაბამისი სერთიფიკატებისა და ნებართვების მოპოვებაში,
- გადამოწმდება თქვენი რომელიმე, შემოტანილი პროდუქციის HS კოდი ხომ არ საჭიროებს დამატებითი საბუთების და სერთიფიკატების წარდგენას. თქვენზე მიმაგრებული ბროკერი გაცნობებთ ამის შესახებ და ასევე გაგიწევთ კონსულტაციას საჭირო საბუთების შეგროვებაში.
საბაჟო დეკლარაციის მომზადება – დაზოგე უფრო მეტი ჩვენთან!
ტვირთის დეკლარირება ჩვენთან ერთად უფრო მარტივი და კომფორტულია, კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით. დეკლარაციის მომზადება საჭიროებს პროფესიონალიზმს, წინასწარი დეკლარაციის მომზადება დაგჭირდებათ თუ არასწინასწარი დეკლარაციის მომზადება – ჩვენი გუნდი თქვენს მაგივრად შეასრულებს ამ პროცესს.
