საბაჟო გამშვები პუნქტები საქართველოში 2026 — სია, რეჟიმი და რიგები

ამ გვერდზე ერთ ადგილას თავმოყრილია საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტები: სია, სამუშაო რეჟიმი, მეზობელი ქვეყნის პუნქტები და ტვირთის ტიპი.

ასევე ახსნილია, სად ხდება გაფორმება, როგორ მუშაობს სატვირთოების რიგი, რა ღირს ავტოსადგომი და რას ნიშნავს დერეფნის ფერი. მასალა იმპორტიორებისა და ექსპედიტორებისთვისაა. ტვირთს ყველა ამ პუნქტზე დისტანციურად ვანბაჟებთ.

📞 +995 598 15 48 33 | 📲 WhatsApp | ✈️ Telegram — ყოველდღე 10:00–22:00 · კონსულტაცია

საქართველოს 20 საბაჟო გამშვები პუნქტი ქვეყნების მიხედვით — სია და რუკა
საქართველოს 20 საბაჟო გამშვები პუნქტი: სია ქვეყნების მიხედვით და რუკა (ნომრები ემთხვევა). გასადიდებლად დააჭირეთ სურათს.

საბაჟო გამშვები პუნქტები: სია და სამუშაო რეჟიმი

საქართველო ოთხ ქვეყანას ესაზღვრება: თურქეთს, რუსეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს. ამას ემატება შავი ზღვის პორტები და საერთაშორისო აეროპორტები.

ქვემოთ მოცემული საბაჟო გამშვები პუნქტები ტვირთის შემოტანისთვის რელევანტურია.

რეჟიმი ეხება საზღვრის კვეთას, არა გაფორმებას. წყარო: ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანება, დანართი №2, მუხლი 2 — „საბაჟო გამშვები პუნქტის სამუშაო დროა – კალენდარული კვირის ყოველი დღის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) 00.00 საათიდან 24.00 საათის ჩათვლით“. ამინდის ან ტექნიკური სამუშაოების გამო რეჟიმი შეიძლება დროებით შეიცვალოს.
გამშვები პუნქტირა უნდა იცოდეთრეჟიმიმეზობელი ქვეყანა და პუნქტიტიპი
სარფიყველაზე დატვირთული სახმელეთო პუნქტი. საქართველოდან გასვლისას სატვირთო ჯერ ავტოსადგომზე (TIR-პარკი) უნდა დადგეს; ეს ავტოსადგომები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშია.24/7თურქეთი — სარფი (Sarp)საავტომობილო
ყაზბეგი (პუნქტი „დარიალი“; ხალხში — „ლარსი“)ერთადერთი მოქმედი სახმელეთო პუნქტი რუსეთის საზღვარზე, რომელიც საქართველოს კონტროლს ექვემდებარება. გზა ამინდისა და ზვავსაშიშროების გამო იკეტება, და მხოლოდ ზამთარში არა.24/7რუსეთი — ზემო ლარსი (Верхний Ларс)საავტომობილო
სადახლო (საავტომობილო)სომხეთის მიმართულების მთავარი პუნქტი; ირანული ავტოტვირთის ძირითადი მარშრუტი.24/7სომხეთი — ბაგრატაშენისაავტომობილო
სადახლო (სარკინიგზო)ცალკე საბაჟო გამშვები პუნქტი სარკინიგზო ტვირთისთვის (SMGS).24/7სომხეთი — აირუმისარკინიგზო
წითელი ხიდიაზერბაიჯანის მიმართულების მთავარი საავტომობილო პუნქტი. აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი ფიზიკური პირების შესვლისთვის 2020 წლიდან შეზღუდული აქვს — მძღოლის მარშრუტი წინასწარ დააზუსტეთ.24/7აზერბაიჯანი — ყირმიზი ქორფიუ (Qırmızı Körpü)საავტომობილო
ლაგოდეხიკახეთის მიმართულება; წითელ ხიდზე ნაკლებად დატვირთული. ფიზიკური პირების შესვლაზე იგივე შეზღუდვა ვრცელდება.24/7აზერბაიჯანი — მაზიმჩაი (Mazımçay)საავტომობილო
გუგუთიქვემო ქართლი; სადახლოს ალტერნატივა.24/7სომხეთი — გოგავანისაავტომობილო
ნინოწმინდასამცხე-ჯავახეთი; მაღალმთიანი გზა, ზამთარში ამინდზეა დამოკიდებული.24/7სომხეთი — ბავრასაავტომობილო
ვალეახალციხის მიმართულება; სარფის ალტერნატივა. თურქეთის მხარის რეჟიმი გამგზავრებამდე გადაამოწმეთ.24/7თურქეთი — თურქგოზიუ (Türkgözü, ფოსოფის რაიონი)საავტომობილო
კარწახი2015 წლიდან მუშაობს და სატვირთოებს ატარებს; სარფის ალტერნატივა აღმოსავლეთ თურქეთის მიმართულებით.24/7თურქეთი — ჩილდირ-აქთაში (Çıldır-Aktaş)საავტომობილო
კარწახი–ახალქალაქი (სარკინიგზო)ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა საზღვარს კარწახთან კვეთს, საბაჟო ფორმალობები კი ქ. ახალქალაქის სადგურზე სრულდება; სოფელ კარწახში — მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტის თანხმობით. საავტომობილო „კარწახს“ ეს შეზღუდვა არ ეხება.24/7თურქეთისარკინიგზო
გარდაბანი„შუა დერეფნის“ სარკინიგზო ტვირთის ძირითადი შესასვლელი აზერბაიჯანიდან და შუა აზიიდან.24/7აზერბაიჯანი — ბოიუქ-ქასიქი (Böyük Kəsik)სარკინიგზო
მტკვარიგარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვახტანგისი; „გარდაბნისგან“ ცალკე პუნქტი. 10 000 ₾-მდე ღირებულების საქონელი აქ ადგილზე არ გაფორმდება.24/7აზერბაიჯანისაავტომობილო
სამთაწყაროდედოფლისწყაროს მიმართულება. 10 000 ₾-მდე ღირებულების საქონელი ადგილზე არ გაფორმდება. აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, მოპირდაპირე „მუღანლი“ სეზონური გადასასვლელია სასაზღვრო რაიონების მოსახლეობისთვის.24/7აზერბაიჯანი — მუღანლისაავტომობილო
ახკერპიმარნეულის მუნიციპალიტეტი; სახელმწიფოთაშორისი პუნქტი, ყველაზე ნაკლებად დატვირთული. 10 000 ₾-მდე ღირებულების საქონელი ადგილზე არ გაფორმდება.24/7სომხეთი — პრივოლნოე (Պրիվոլնոյե)საავტომობილო
ფოთისა და ყულევის პორტები (+ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა)ერთი საბაჟო გამშვები პუნქტი. ფოთი — კონტეინერები, ნაყარი და გენერალური ტვირთი, ევროპისა და ჩინეთის საზღვაო ტვირთის ძირითადი შესასვლელი; ყულევი — ნავთობტერმინალი.24/7შავი ზღვასაზღვაო
ბათუმის პორტიკონტეინერები, ნავთობპროდუქტები, გენერალური ტვირთი.24/7შავი ზღვასაზღვაო
თბილისის აეროპორტიავიატვირთი (AWB). პუნქტი 24 საათი მუშაობს, გაფორმების ზონა „აეროპორტი“ კი — ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00–18:00. კვირას ჩამოსული ტვირთი ორშაბათს გაფორმდება.24/7 (გაფორმება: ორშ.–შაბ. 10:00–18:00)საერთაშორისო რეისებისაჰაერო
ბათუმის აეროპორტიცალკე საბაჟო გამშვები პუნქტი; ავიატვირთის ნაკადი მცირეა. კომერციული ავიატვირთის გაფორმების შესაძლებლობა წინასწარ დააზუსტეთ.24/7საერთაშორისო რეისებისაჰაერო
ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები (+ ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა)სამივე ერთი საბაჟო გამშვები პუნქტია.24/7საერთაშორისო რეისებისაჰაერო

ცხრილში ტვირთისთვის რელევანტური პუნქტებია. მიმდინარე რეჟიმი დააზუსტეთ შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე: 2 299 299.

რომელი საბაჟო გამშვები პუნქტით შემოდის თქვენი ტვირთი

  • თურქეთი — ავტოტრანსპორტით: სარფი (ძირითადი), ვალე, კარწახი. რკინიგზით: ბაქო–თბილისი–ყარსის ხაზი, ფორმალობები ახალქალაქში.
  • ევროპა — ზღვით ფოთისა ან ბათუმის პორტში; ავტოტრანსპორტით — თურქეთის გავლით, სარფზე.
  • ჩინეთი და შუა აზია — ზღვით ფოთსა ან ბათუმში. „შუა დერეფნით“ ტვირთი ძირითადად რკინიგზით მოდის: ბოიუქ-ქასიქი — გარდაბანი. საავტომობილო ნაკადი აზერბაიჯანიდან წითელ ხიდზე გადის.
  • სომხეთი — სადახლო (ძირითადი), გუგუთი, ნინოწმინდა. ირანი — სომხეთის გავლით, ძირითადად სადახლოზე.
  • რუსეთი და ბელარუსი — ყაზბეგი/დარიალი — ზემო ლარსი. ცალკეულ საქონელზე ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი შეზღუდულია — მარშრუტის დაგეგმვამდე დაგვიკავშირდით.
  • ავიატვირთი — ძირითადად თბილისის აეროპორტი; ბათუმსა და ქუთაისში ნაკადი მცირეა.

სად ხდება გაფორმება: გამშვები პუნქტი და გაფორმების ზონა

საზღვრის გადმოკვეთა და გაფორმება ერთი და იგივე არ არის. საბაჟო გამშვები პუნქტები საზღვარზე მდებარეობს — იქ ტვირთი შემოდის და კონტროლს გადის.

გაფორმება ხშირად ქვეყნის შიგნით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გეზ) სრულდება. ტვირთი იქ საბაჟო კონტროლის ქვეშ მიდის, და ამ მონაკვეთს დამატებითი დრო სჭირდება.

  • გეზ „თბილისი“ — გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. მარტყოფი, თბილისის შემოვლითი გზის 36-ე კმ. აქ გაფორმდება წითელი ხიდით, სადახლოთი, ლაგოდეხითა და ყაზბეგით შემოსული ტვირთის დიდი ნაწილი. ორშაბათი 10:00 — შაბათი 18:00.
  • გეზ „ბათუმი“ — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ადლია; სარფითა და ბათუმის პორტით შემოსული ტვირთი. ორშაბათი 10:00 — შაბათი 18:00.
  • გეზ „ფოთი“ — ფოთის პორტის ტვირთი. ერთადერთი გეზ-ი, რომელიც 24 საათი მუშაობს.
  • გეზ „აეროპორტი“ — თბილისის აეროპორტის ავიატვირთი; ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00–18:00.

ცხრილში მითითებული „24/7“, შესაბამისად, საზღვრის კვეთას ეხება, არა გაფორმებას.

სატვირთოების რიგი და ავტოსადგომი (TIR-პარკი)

მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებითა და საბაჟო ინსტრუქციით, საქართველოდან გასასვლელად სარფის, ყაზბეგის, წითელი ხიდის, სადახლოს (საავტომობილო), ლაგოდეხის, გუგუთის, ნინოწმინდის, ვალესა და კარწახის პუნქტებისკენ მიმავალი ყველა სატვირთო — დატვირთულიც და ცარიელიც — ჯერ ლიცენზირებულ ავტოსადგომზე უნდა დადგეს და რიგების ელექტრონულ სისტემაში ჩაერთოს.

ეს წესი ქვეყნიდან გასვლას ეხება: ექსპორტს, ტრანზიტის დასრულებას, ცარიელ დაბრუნებას. საქართველოში ტვირთის შემოტანისას ქართულ ავტოსადგომზე დგომა არ სჭირდება — შემოსვლისას რიგი მეზობელი ქვეყნის მხარეს დგება.

რა ღირს ავტოსადგომი

2026 წლის 21 აგვისტოდან ავტოსადგომზე დგომის საფასური კანონით შეზღუდულია: მთელ დგომაში სულ არაუმეტეს 80 ₾, რამდენ ხანს დაც არ უნდა დგეს სატვირთო.

№442 დადგენილების მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი (20.08.2026-ის №403 დადგენილების რედაქციით): საფასურის „თანხის საერთო ოდენობა, ავტოსადგომის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი განაკვეთისა და დგომის ხანგრძლივობის მიუხედავად, არ უნდა აღემატებოდეს 80 ლარს“. მანამდე 80 ₾ დღიური ჭერი იყო.

ჭერი ვრცელდება რიგების ელექტრონულ სისტემაში ჩართულ ავტოსადგომებზე, რომლებიც სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან 20 კმ-ის რადიუსშია (დარიალის შემთხვევაში — 25 კმ). თუ ავტოსადგომი წესს არღვევს, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შეუძლია მოითხოვოს მისი გამორთვა სისტემიდან, შემოსავლების სამსახური კი ვალდებულია, 72 საათში გამორთოს.

ვის არ ეხება რიგი

  • ავტოსადგომზე დგომა არ სჭირდება: ADR სახიფათო, არაგაბარიტულ, დიპლომატიურ, ჰუმანიტარულ და NATO-ს ოპერაციების ტვირთს.
  • რიგგარეშე გადის: მალფუჭებადი ცოცხალი მცენარეები და ცხოველები, სატრანსპლანტაციო ორგანოები, პრესა, საფოსტო გზავნილები, ექსპორტში დეკლარირებული საქონელი და ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) ტვირთი.
  • პუნქტზე გამოცხადება ხდება მაშინ, როცა ელექტრონული სისტემა სატვირთოს ავტოსადგომიდან გამოიძახებს.
  • ოფიციალური წესები და გამონაკლისების ნუსხა: rs.ge — ავტოსადგომები (TIR Parks).

რამდენ ხანს დგას სატვირთო რიგში

ლოდინის ხანგრძლივობის ოფიციალური მაჩვენებელი ვერ ვიპოვეთ. ჩვენი დაკვირვებით, ყველაზე ხანგრძლივი მოცდა სარფსა და ლარსზე ხდება, წითელ ხიდსა და სადახლოზე — როგორც წესი, უფრო ხანმოკლე. ეს შეფასებაა, არა გარანტია.

წინასწარი დეკლარაცია რიგში დგომას არ აუქმებს, მაგრამ ტერმინალზე საბუთების მომზადებაზე დრო აღარ იხარჯება.

ცოცხალი კამერები

შემოსავლების სამსახური პირდაპირ ტრანსლაციას ამჟამად არ აქვეყნებს, სხვა საიტებზე ნაპოვნი „კამერის“ ბმულების უმეტესობა კი აღარ იხსნება. გზის მდგომარეობას — ზვავსაშიშროებას, ჯაჭვების მოთხოვნას, მისაბმელიანების შეზღუდვას — აქვეყნებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

გადმოკვეთა თუ არა თქვენმა ტვირთმა საზღვარი და რომელ საბაჟო ტერმინალში შევიდა, შეამოწმეთ მანქანის ან ვაგონის ნომრით: ტვირთის ძებნა მანქანის ნომრით →

საბაჟო კონტროლის დერეფნები

დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ სისტემა ტვირთს რისკის მიხედვით ანიჭებს საბაჟო კონტროლის დერეფანს. დერეფნის ფერზეა დამოკიდებული, რა მოხდება ტვირთთან.

  • მწვანე — ტვირთი გაიშვება დოკუმენტების შემოწმებისა და დათვალიერების გარეშე.
  • ყვითელი — ორი ვარიანტი: ან მოწმდება დეკლარაცია და თანდართული დოკუმენტები (ტვირთის დათვალიერების გარეშე), ან საბაჟო ითხოვს გადასახდელების — დღგ-ს, იმპორტის გადასახადისა და სხვა — დაუყოვნებლივ გადახდას. სანამ თანხა არ გადაიხდება, ტვირთი არ გაიშვება.
  • წითელი — ტვირთი გაფორმდება დათვალიერებით; დოკუმენტებიც შეიძლება შემოწმდეს.

ლურჯი დერეფანი — ტვირთი გაიშვება შემოწმების გარეშე; საბუთები შეიძლება შემოწმდეს გაშვების შემდეგ.

დერეფნის ფერი წინასწარ ცნობილი არ არის: რისკის კრიტერიუმები კანონით კონფიდენციალურია. სწორად შევსებული დეკლარაცია და სრული საბუთები ფერს არ ცვლის, მაგრამ ამცირებს დოკუმენტური ხარვეზით გამოწვეულ დამატებით შეფერხებას.

სანამ ტვირთი არ გაიშვება, ის საბაჟო კონტროლის ქვეშ რჩება. საწყობში ტვირთი მხოლოდ გაშვების შემდეგ მიდის.

რა უნდა ჰქონდეს მძღოლს საზღვარზე

  • სატრანსპორტო დოკუმენტი: CMR ავტოტრანსპორტზე, AWB ავიატვირთზე, B/L (საზღვაო ზედნადები) საზღვაო ტვირთზე, SMGS ან CIM/SMGS რკინიგზაზე. TIR-კარნეტით მოძრავ სატვირთოს TIR-კარნეტიც სჭირდება — ის CMR-ს არ ცვლის.
  • წინასწარი დეკლარაციის C-ნომერი — მძღოლი მას საბაჟოზე ასახელებს.
  • ინვოისი და შეფუთვის სია (packing list).

ტვირთის სახეობის მიხედვით, გაფორმებამდე შეიძლება დასჭირდეს:

სრული პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ →

რა ღირს განბაჟება

საბროკერო მომსახურება — ფიქსირებული 100 ₾ ერთ HS კოდზე; რამდენიმე HS კოდზე ფასი ინდივიდუალურად განისაზღვრება. სრული ტარიფები →

გაფორმების საფასური საბაჟო ღირებულებაზეა დამოკიდებული: არაუმეტეს 3 000 ₾ — 50 ₾; 3 000 ₾-ზე მეტი, არაუმეტეს 15 000 ₾ — 150 ₾; 15 000 ₾-ზე მეტი — 200 ₾.

ეს ტარიფი მოქმედებს, თუ დეკლარაცია eCustoms-ში ტვირთის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე დარეგისტრირდა. თუ დეკლარაცია შემოტანის შემდეგ დარეგისტრირდა, საფასური 100 / 300 / 400 ₾-ია.

არასამუშაო დროს — ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18:00-დან 10:00-მდე, შაბათის 18:00-დან ორშაბათის 10:00-მდე და უქმე დღეებში (გეზ „ფოთში“ — 21:00-დან) — საფასური შეიძლება გაორმაგდეს. eCustoms-ით თვითონ დარეგისტრირებულ დეკლარაციაზე ეს არ ხდება, სწორედ ამიტომ ღირს საბუთების წინასწარ გამოგზავნა.

დღგ — 18%. ის ითვლება საბაჟო ღირებულებას (ტვირთი + საერთაშორისო ტრანსპორტი + დაზღვევა საზღვრამდე), იმპორტის გადასახადისა და აქციზის ჯამზე — არა მარტო ინვოისის თანხაზე.

იმპორტის გადასახადი — 0, 5 ან 12%, HS კოდის მიხედვით. აქციზი ეხება მხოლოდ ცალკეულ საქონელს (ალკოჰოლი, თამბაქო, საწვავი).

იმპორტის გადასახადები დეტალურად → · განბაჟების კალკულატორი → · eCustoms და ASYCUDA →

ხშირად დასმული კითხვები

რომელი საბაჟო გამშვები პუნქტები მუშაობს 24 საათი?

ფინანსთა მინისტრის №257 ბრძანების მიხედვით, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობს 00:00-დან 24:00-მდე, ყოველდღე, უქმეების ჩათვლით. ეს საზღვრის კვეთას ეხება. გაფორმების ზონებიდან 24 საათი მხოლოდ „ფოთი“ მუშაობს; „თბილისი“ და „ბათუმი“ — ორშაბათის 10:00-დან შაბათის 18:00-მდე, „აეროპორტი“ — ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00–18:00.

ლარსი (ყაზბეგი) ახლა მუშაობს?

საბაჟო გამშვები პუნქტი 24 საათი მუშაობს, მაგრამ გზა ამინდისა და ზვავსაშიშროების გამო იკეტება — ზამთრის გარდა სხვა დროსაც. მისაბმელიან ტრანსპორტზე ცალკე შეზღუდვებიც დგება. გამგზავრებამდე გადაამოწმეთ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცია და შემოსავლების სამსახურის ცხელი ხაზი 2 299 299.

რა ღირს ავტოსადგომი (TIR-პარკი) საზღვარზე?

2026 წლის 21 აგვისტოდან — მთელ დგომაში სულ არაუმეტეს 80 ₾, განაკვეთისა და დგომის ხანგრძლივობის მიუხედავად (№442 დადგენილება, მუხლი 15, №403 დადგენილების რედაქციით). ჭერი ეხება რიგების ელექტრონულ სისტემაში ჩართულ ავტოსადგომებს.

უნდა მივიდე საბაჟოზე ტვირთის განბაჟებისთვის?

არა. დეკლარაციას eCustoms-ში ელექტრონულად ავსებს და არეგისტრირებს თქვენი საბაჟო წარმომადგენელი; მძღოლი საზღვარზე დეკლარაციის C-ნომერს ასახელებს. შემდეგ ტვირთს დერეფანი ენიჭება: მწვანე — გაშვება, ყვითელი — დოკუმენტების შემოწმება ან გადასახდელების დაუყოვნებლივ გადახდა, წითელი — დათვალიერება.

რამდენ ხანს დგას სატვირთო რიგში?

ოფიციალური მაჩვენებელი ვერ ვიპოვეთ. ჩვენი დაკვირვებით, ყველაზე ხანგრძლივი მოცდა სარფსა და ლარსზე ხდება, წითელ ხიდსა და სადახლოზე — როგორც წესი, უფრო ხანმოკლე. ეს შეფასებაა, არა გარანტია.

რა ზღვარს ზემოთ იბეგრება ფიზიკური პირის ნივთები?

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლით: საფოსტო გზავნილი — 300 ₾-მდე და 30 კგ-მდე; სახმელეთო ან საზღვაო გზით — 500 ₾-მდე და 30 კგ-მდე, 30 დღეში ერთხელ; საჰაერო გზით — 3 000 ₾-მდე და 30 კგ-მდე. ღირებულებაში ტრანსპორტის ხარჯიც ითვლება. შეღავათი არ ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილ საქონელზე. ზუსტად ზღვარზე გამოსვლას ნუ დაგეგმავთ — ეს ცალსახად გადაწყვეტილი არ არის.

ტვირთი გზაშია? მოგვწერეთ

ტვირთს ვანბაჟებთ ამ გვერდზე ჩამოთვლილ ყველა პუნქტზე: სარფი, ყაზბეგი, სადახლო, წითელი ხიდი, ფოთისა და ბათუმის პორტები, თბილისის აეროპორტი. ყველაფერი დისტანციურად კეთდება, ასე რომ, საბაჟოზე მისვლა არ გჭირდებათ.

  • ტვირთის თვალყური — მეილს მიიღებთ, როცა ტვირთი საზღვარს გადმოკვეთს და როცა საბაჟო ტერმინალზე შევა.
  • დერეფნის ფერი — ფერის მინიჭების შემდეგ შეგატყობინებთ, დაგჭირდებათ თუ არა ტერმინალზე დაყოვნება.
  • წინასწარი დეკლარაცია — გაფორმების საფასური ორჯერ ნაკლები: 50 / 150 / 200 ₾ ნაცვლად 100 / 300 / 400 ₾-ისა.
  • ფიქსირებული 100 ₾ ერთ HS კოდზე; რამდენიმე კოდზე — ინდივიდუალურად.

გამოგვიგზავნეთ ინვოისი და სატრანსპორტო დოკუმენტი. შევამოწმებთ, ხარვეზის შემთხვევაში გირჩევთ, როგორ გამოასწოროთ, და თუ საბუთები დროზე მოვა, დეკლარაციას ტვირთის ჩამოსვლამდე დავარეგისტრირებთ.

📞 +995 598 15 48 33 · ყოველდღე 10:00–22:00 · კონსულტაცია


წყაროები: საქართველოს საბაჟო კოდექსი; ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანება (დანართი №2 — „ინსტრუქცია საბაჟო კონტროლის შესახებ“); მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილება (გაფორმების საფასურები); მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილება, მუხლი 15 (2026 წლის 20 აგვისტოს №403 დადგენილების რედაქციით); საგადასახადო კოდექსის 197-ე და 199-ე მუხლები; შემოსავლების სამსახური (rs.ge).

ინფორმაცია მომზადებულია შპს „დეკლაროს“ (ს/კ 402342924) მიერ. ASYCUDA-ს ლიცენზიით ვმუშაობთ.

გამოქვეყნდა: · ბოლო გადამოწმება: